Все форумы

Праздники РФ

Здоровье
Кулинария
Общие вопросы
Клубы авто

Страница 1 из 11
Модератор форума: Froots, casio 
Форум » Общие вопросы » Разное » ახალი შენობები: საძირკვლიდან სახურავამდე ყველაფერი, დარღვეულ
ახალი შენობები: საძირკვლიდან სახურავამდე ყველაფერი, დარღვეულ
Дата: Понедельник, 07.11.2016, 08:48 | Сообщение # 1
Группа: Модератор

Пол: Мужчина

    
საქართველოში პერიოდულად ამაყობენ, რომ სამშენებლო ბუმმა მთელი ქვეყანა მოიცვა, მაგრამ ერთეულ სპეციალისტთა გარდა, ყველა დუმს, რომ სამშენებლო ბიზნესში უკონტროლობა ბატონობს. პრობლემას ვერ ხედავენ, რომ ბეტონის სიმტკიცე 300-ის ნაცვლად, 150 მარკას არ აღემატება, არც ის ადარდებთ, რომ უხარისხო მასალებისგან აგებული ახალი სახლები 25-30 წელიწადში დაიწყებს დაშლას. მერე რა, რომ შენობა სეისმომედეგობას ვერ გაუძლებს... როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მარტო უხარისხო სამშენებლო მასალებში როდია პრობლემა, მთავარია, რომ მშენებლობა ტექნოლოგიურ პროცესთა დარღვევით მიმდინარეობს.

ხშირად ყინვაში ასხამენ ბეტონს და არად დაგიდევენ, რომ ბეტონს შესაბამის ტემპერატურაზე გაშრობა სჭირდება, საყრდენი კედლების სიმყარეს არავინ დაეძებს, საძირკველს ზედაპირულად თხრიან, ხოლო სქელი ბლოკების ნაცვლად, თხელ ტიხრებს იყენებენ...

ტექნოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ორგანიზაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ტექნოლოგიურ პროცესთა დარღვევით წარმართული მშენებლობა დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია. მთელი მშენებლობა მინდობილია ელიავას "შაბაშნიკებზე". ანზორ საკანდელიძე 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში უმაღლეს სასწავლებელში კითხულობდა დისციპლინას "სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის" შესახებ და შეუძლია დადასტურებულად თქვას, რომ მიწის სამუშაოებიდან დაწყებული, სახურავის გადახურვით დასრულებული, პროცედურები ჩვენში დარღვეულია. ეს მაშინ, როცა სამშენებლო ნორმებისა და წესების თანახმად, დეტალურად გაწერილია, როგორ უნდა მოხდეს ტექნოლოგიურ პროცესთა დაცვა და რა ნორმატიული დოკუმენტაციით უნდა ვისარგებლოთ.

"დავიწყოთ მიწის სამუშაოებიდან. ქვაბულის სამუშაოები ყველგან დარღვევით წარმოებს, რადგან გრუნტის შემოწმება არ ხდება. არადა, სწორედ გრუნტის კატეგორიის მიხედვით უნდა დაიწყონ მუშაობა. ქვაბული ვერტიკალურად კი არ უნდა ჩაიჭრას, არამედ თავისი ფერდობით და ამ ფერდობს უნდა ჰქონდეს თავისი დახრა, რათა როცა ხდება ჩაღრმავება, ის არ ჩამოიშალოს. ამ ნორმებს არ იცავენ, რაც ხშირად მუშისთვის საბედისწეროდ მთავრდება. ეს მომენტი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა საშიში, რაც 2009 წელს გააუქმეს შესაბამისი კანონი, რომელიც განსაზღვრავდა დაშორებას ახალ მშენებლობასა და ძველ ნაგებობას შორის.

ახლა, როცა შენობას შენობასთან თითქმის გადაბმულად ადგამენ, აღარ არის საშუალება, ქვაბულის დამუშავების დროს მოეწყოს ფერდობი. ამიტომ ხდება ქვაბულის ვერტიკალურად ჩაჭრა, რაც აზიანებს ძველსაც და ახალ შენობასაც. ფაქტობრივად, ჩვენ ვანგრევთ ძველ შენობას და ეს სენი თბილისში მასობრივადაა გავრცელებული", - აცხადებს ანზორ საკანდელიძე.

ამისთვის პასუხს არავის სთხოვენ. რაც შეეხება კედლების ამოყვანას, ექსპერტის თქმით, დარღვევები აქაც მრავლადაა. კერძოდ, ყურადღებას ამახვილებენ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ კედლის სისქემ გაუძლოს კონსტრუქციულ დატვირთვას, ანუ დაწოლას ზემოთა სართულებიდან. სამაგიეროდ, თბოტექნიკური გაანგარიშება არ ხდება და არავინ უყურებს, რომ შენობას ისეთი საიზოლაციო თვისებები გააჩნდეს, სითბო არ გაატაროს. ამიტომაც ნაგებობის გარე კედლებში საიზოლაციო თვისებები დაკარგულია, თხელი კედელი წინაღობას ვერ უქმნის გარე ატმოსფერულ ნალექს და ხანდახან შიგნითაც კი აღწევს ნესტი და წვიმის წვეთები.

რაც მთავარია, გათბობა-ვენტილაციის დროს დახარჯული ენერგია გარეთ გადის, შენობა ვერ თბება და ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარღვევაა. ანზორ საკანდელიძის თქმით, დანარჩენ ლაფსუსებსა და დარღვევებზე საუბარი ზედმეტია, რადგან არ სრულდება მთავარი წესი, რომ თითოეულ სამუშაოს ცალკე პროექტის შედგენა სჭირდება. ჩვენ კი არც პროექტები გვაქვს და არც მასალებია სწორად შერჩეული.

"ყინვაში ასხამენ ბეტონს, ეს უბედურებაა. ბეტონის გამყარების ნორმალური ტემპერატურაა 20 გრადუსი სითბო. როდესაც ტემპერატურა 10-15 გრადუსამდე ჩამოდის, ბეტონი არ მაგრდება, თუკი არ დაუმატებ ძვირადღირებულ სპეციალურ ქიმიურ დანამატებს. როგორც წესი, მათი დამატება არ ხდება და ჩვეულებრივად ასხამენ ბეტონს ზამთრის პირობებში. საბოლოო ჯამში, ბეტონის სიმტკიცე ნაკლები გამოდის და ვეღარ უძლებს დატვირთვას. ბევრი შენობა უკვე გადახრილია, ახლად აშენებული ნაგებობები ნახევრად ავარიულია. ეს იმიტომ, რომ შემოწმება არ ხდება, მშენებლობის პროცესში ტექნიკური ზედამხედველი არ ადგათ თავზე და მიღება-ჩაბარებაც არ ხდება. ყველაფერი დამოკიდებულია შემკვეთზე, ინვესტორსა და დეველოპერზე.

"ბეტონს ზამთარში "უტყაპუნებენ"!

მშენებლობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, "თბილმშენის" ყოფილი დირექტორი ომარ კიკნაძე აცხადებს, რომ ამ დიდ დარგს პატრონი არ ჰყავს. ადრე მაკონტროლებელი ორგანო იყო მშენებლობის სამინისტრო, რომელიც უკვალოდ გააქრეს. ამდენად, დღეს ყოველგვარი კონტროლი მშენებლობაზე მოხსნილია და, ვისაც როგორ უნდა, თავისი ჭკუით აშენებს ნაგებობებს.

ომარ კიკნაძის თქმით, მშენებლობას თავისი პოლიტიკა, წესები და ნორმები აქვს და ამ ნორმებს საზღვარგარეთიდან ვერ გადმოიტან. ერთი შვიდბალიანი მიწისძვრა და თბილისი სასაფლაოდ იქცევა. ამისთვის საჭიროა პრევენციული ღონისძიებები: ბეტონი უნდა ჰგავდეს ბეტონს, საძირკველი - საძირკველს, რიგელი - რიგელს, კოჭი - კოჭს, სახურავი - სახურავს...

"ამ სფეროში სრული უკონტროლობაა. მეღვინეები, გინეკოლოგები აშენებენ საცხოვრებელ სახლებს. განა ეს ნორმალურია? ამას სჭირდება კვალიფიციური კადრი. ცნობილი მშენებლები, გეოფიზიკოსები და გეოლოგები კი დღეს ელიავაზე ვაჭრობენ და ყიდიან ლურსმანს თუ ჩაქუჩს. ჩვენ რომ ვხელმძღვანელობდით ამ სფეროს, იმ პერიოდში საქართველოში 300 ათასი კაცი მუშაობდა მშენებლოაზე და ყოველ წელიწადს თითქმის 2 მილიონი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სახლი ბარდებოდა.

დღეს კედლების ამოყვანისას რით ხელმძღვანელობენ მშენებლები? გარეთა კედლის სისქედ ადრე დადგენილი იყო 40 სანტიმეტრი, რომელიც ითვალისწინებდა თბოგამტარობას, სეისმურ პირობებს. დღეს, ალბათ, 25-30 სანტიმეტრზე დაიყვანეს. გარდა ამისა, ბლოკებს შუა ყოველ მესამე რიგში გამომწვარ მავთულს დებდნენ. თითქოს პატარა, უმნიშვნელო მეტალია, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სეისმომედეგობის თვალსაზრისით. ახლა კედელს ერთი ხელი რომ გაჰკრა, ყველა სართულიდან გადმოცვივა ბლოკები, პიანინო და როიალი", - აცხადებს ომარ კიკნაძე.

მისივე თქმით, სრული უკონტროლობაა საძირკველის გათხრისას, რადგან გეოლოგიური სამუშაოები არ ტარდება ისე, როგორც საჭიროა. არადა, გეოლოგია განსაზღვრავს, რა სიღრმეზე უნდა ჩახვიდე, რომელ გრუნტზე უნდა დააჯინო საძირკველი. ძნელია იმის თქმა, ახლა თხელ საძირკველს აკეთებენ მშენებლები თუ სქელს, მაგრამ ფაქტია, რომ ბეტონი ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს და ზამთარში "უტყაპუნებენ".

"საქართველოში ჯერ კიდევ 300 მარკის ბეტონს იყენებენ, მსოფლიოში კი უკვე ავიდნენ 500 და 800 მარკის ბეტონის გამოყენებაზე. ბეტონის დასხმის დროს ზამთარში და ყინვაში საჭიროა კლასიფიკატორების დამატება. ამას კონტროლი და სპეციალისტები სჭირდება და არა გინეკოლოგები", - აღნიშნა კიკნაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ურბანიზაციის ყოფილ მინისტრს მერაბ ჩხენკელს უჭირს საუბარი, კონკრეტულად რომელ ტექნოლოგიურ პროცესთა დარღვევით მიმდინარეობს მშენებლობა, მაგრამ აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ზედამხედველობის სააგენტომ უნდა გააკონტროლოს ეს სფერო.

მისი თქმით, ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც ზედამხედველობის ორგანოს დასკვნა გაიცემა, უნდა არსებობდეს მიღება-ჩაბარების აქტი. თუ მნიშვნელოვანია შენობა, მაშინ სახელმწიფო კომისიამ უნდა ჩაიბაროს.

"საქართველოში წესიერად არაფერი აშენდება მანამ, სანამ მშენებლობასა და პროექტირებაში არ ჩაერთვება დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც ამ ყველაფერს ზედამხედველობას გაუწევს. თუკი მიღება-ჩაბარების აქტი არ ფორმდება, ეს ყველაზე დიდი სისულელეა. მშენებლობაზე კი არა, უბრალო მიშენება-დაშენებაზეც კონსტრუქციული დასკვნა და მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაკეთდეს.

ეს სფერო იმიტომაა მოუწესრიგებელი, რომ არ უნდათ მშენებლობასა და პროექტირებაში წესრიგის დამყარება. უნდა არსებობდეს მაკონტროლებელი ამ სფეროში, მაგრამ არ ესმით ამ უბედურებს პროექტები", - აღნიშნა მერაბ ჩხენკელმა.

ყველა მშენებელი ერთნაირი არ არის

მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევებში მშენებლობა ტექნოლოგიურ პროცესთა დარღვევით მიმდინარეობს, მაგრამ ყველა ობიექტთან დაკავშირებით ამის განზოგადება არ შეიძლება.

"ზოგიერთ სამშენებლო ობიექტზე მშენებლობა დარღვევებით მიმდინარეობს, ზოგან მიდის ნორმის ფარგლებში ან დამაკმაყოფილებლად. ხომ არ შეიძლება, მშენებლობა ყველგან დარღვევებით მიმდინარეობდეს? მარტო თბილისში დაახლოებით 250 სხვადასხვა მშენებლობაა და, ცხადია, ყველგან სხვადასხვანაირი ფაქტორია", - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი და შეკითხვის საპასუხოდ - თუ შეხვედრია მსგავს ფაქტებს, როცა ყინვაში ბეტონს ასხამენ და არ აცლიან გაშრობას - აცხადებს: "შევხვედრივარ, მაგრამ ამას სჭირდება სპეციალური მინარევები ბეტონში".

მისივე თქმით, ამ მეთოდით სახლებს აშენებენ არქტიკაზეც. ასეთ შემთხვევაში რუსეთსა და კანადაში სახლები საერთოდ არ უნდა ააშენონ, რადგან რვა თვის განმავლობაში ყინვებია. სპეციალური მინარევები რეკომენდებულია მინუს 8-10 გრადუსიანი ყინვების დროს. ასეთი ყინვა ჩვენში არ იცის, თუმცა მაინც ხდება ამ მინარევების შერევა.

"საქართვლეოში წესიერი სამშენებლო ფირმები იყენებენ ამ მინარევებს. ცხადია, ცუდი კომპანიები ამაზე თავს არ შეიწუხებენ. დაახლოებით ეს ისევეა, როგორც რესტორნებში, სადაც საკვებს ზოგი კარგი ხორცით აკეთებს, ზოგი - უხარისხოთი. ამის გაკონტროლება ცოტა რთულია. ბეტონის კუბიკები მზადდება და ისინი უნდა შეამოწმოს ლაბორატორიამ, მაგრამ ვიღაცამ უნდა მოითხოვოს ამის გაკონტროლება. ისე არ არის, რომ ყველა ობიექტზე მაკონტროლებელი იდგეს. თვითონ სამშენებლო კომპანიების ინტერესია, რომ შენობები კარგად ააშენონ.

რაც შეეხება ბრალდებებს, რომ სატიხრე აგური თუ ბლოკი თურმე თხელია, საძირკველს საჭირო სიღრმეზე არ თხრიან და სხვა, ამ დარღვევებზე თვალყურის მიდევნება უნდა ხდებოდეს მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან, ვგულისხმობ, მერიასა და ზედამხედველობის სამსახურს", - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

 
Дата: Понедельник, 07.11.2016, 08:50 | Сообщение # 2
Группа: Человек

Пол: Женщина

    

Цитата
მისივე თქმით, ამ მეთოდით სახლებს აშენებენ არქტიკაზეც. ასეთ შემთხვევაში რუსეთსა და კანადაში სახლები საერთოდ არ უნდა ააშენონ, რადგან რვა თვის განმავლობაში ყინვებია. სპეციალური მინარევები რეკომენდებულია მინუს 8-10 გრადუსიანი ყინვების დროს. ასეთი ყინვა ჩვენში არ იცის, თუმცა მაინც ხდება ამ მინარევების შერევა.

ატრაკუნებს ბატონი მენაშენეთა რაღაცის რაღაცა.
არქტიკაზე რომ აშენებენ, ის სხვა ნორმაებია. უფრო სწორად, იმ ზონისთის შესაბამისი გადაანგარიშენის კოეფიციენტებია გამოთვლილი და დადგენილი.
აქ კიდე აშენებენ ჩვენი ზონისსთვის დადგენილი ნორმბით (საუკეთესო შემთხვევაში).
მინარევები და გადანარევები დიდად არაფერს ცვლის ამ კუთხით. რა მინარევები? ერთ პლასტიფიკატორს ამატებენ ბეტონს, კარგად რომ მოიზილოს და ისხას და სწრაფმამაკვრუვებელს.

 
Дата: Понедельник, 07.11.2016, 08:51 | Сообщение # 3
Группа: Человек

Пол: Женщина

    
როდის აშენებდნენ ჩვენთან დარღვევების გარეშე? ტრადიცია გრძელდება.

 
Форум » Общие вопросы » Разное » ახალი შენობები: საძირკვლიდან სახურავამდე ყველაფერი, დარღვეულ
Страница 1 из 11
Поиск:



      Рейтинг@Mail.ru

Реклама на Froots     Условия использования     Froots © 2017